Süre  11 saat 18 dakika

Koordinatlar 2999

Yüklenme tarihi 04 Mayıs 2018 Cuma

Kayıt tarihi Mayıs 2018

-
-
2.907 m
460 m
0
17
34
68,86 km

488 kere bakıldı , 8 kere indirildi

yakınında: Khaishi, Samegrelo and Zemo Svaneti (Georgia)

~ For ENGLISH scroll down ~
GEO:
ხანგრძლივობა: 5 დღე.

მარშრუტის აღწერა
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და დატკბეთ სამეგრელოს მთიანეთის გამორჩეული ბუნებით. მოგზაურობისას თქვენ მოინახულებთ ცაშკიბულის ტობავარჩხილის, ტობავარჩხილის, დიდიღალის, კალაშის და წაქაწყარის ტბებს, მაღალ ჩანჩქერებს და ულამაზეს ხეობებს.

დღე 1 (მანძილი: 17 კმ. / 7 სთ.)
მარშრუტი სოფ. ხაიშის ცენტრში, მარტივი კატეგორიის ბილიკით იწყება და ჯერ სოფ. ქვემო ვედს გაივლის, საიდანაც დაახლოებით 6 კმ-ში საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და სოფ. ზემო ვედში ადის (სოფელში დგას რამდენიმე საზაფხულო სახლი). სოფლიდან ბილიკი მთა გვანდრასთან, მარშრუტის პირველ საბანაკე ადგილთან მიდის. აქვეა მწყემსების ქოხები და წყარო.

შენიშვნა: სოფ. ხაიშიდან სოფ. ზემო ვედამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით მისვლა.

დღე 2 (მანძილი: 16 კმ. / 9 სთ.)
საბანაკედან მარშუტი აღმართს მიუყვება და მთა ურაშზე ადის, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება ეგრისის ქედზე და სვანეთის მთებზე, იქიდან კი ჯერ მდინარესთან ეშვება (კარგად ჩანს მწ. ჭითაგვალა და მდ. ხობისწყალის კასკადოვანი ჩანჩქერი), შემდეგ ტბა კალაშთან ადის, რომელსაც გულის ფორმა აქვს და ხშირად გულის ტბასაც უწოდებენ. კალაშიდან მალევე გვხვდება დიდიღალის ტბაც, საიდანაც მცირე უღელტეხილის (2785 მ.) გავლით, ბილიკი ტობავარჩხილის (იგივე ჭითაგვალას) ტბასთან ეშვება, რომელიც მოსანახულებელ ტბებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა და საუცხოო სილამაზით გამოირჩევა. ტბის ნაპირებზე კარგი საბანაკე ადგილებია.

შენიშვნა: ტბა კალაშამდე 400 მ-ში შეგხვდებათ გადასახვევი, საიდანაც სურვილის შემთხვევაში - წაქაწყარის ტბაზე შეძლებთ მოხვედრას (მანძილი 1 კმ). გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას და სასურველია იქონიოთ თოკი, წრიაპი და ა.შ. ტბის მონახულება და გადასახვევთან დაბრუნება მინიმუმ 2.5 საათს მოითხოვს. ტბა წლის განმავლობაში უმეტესად ყინულით არის დაფარული.

დღე 3 (მანძილი: 10.5 კმ. / 7 სთ.)
ტობავარჩხილის ტბიდან მარშრუტი სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება, მომდევნო უღელტეხილზე (2871 მ.) ადის და ტბა ცაშკიბულის ტობავარჩხილთან ეშვება. ამ ტბის მონახულების შემდეგ იგივე გზით ვბრუნდებით უკან, ტობავარჩხილის ტბასთან, საიდანაც ბილიკი ამჯერად დასავლეთით, მდ. მაგანას ხეობაში იწყებს დაშვებას და საბანაკე ადგილ ჯიქირამდე მიდის. აქვეა მწყემსების ქოხებიც. გზად შეძლებთ მოინახულოთ 40 მ-ის სიმაღლის - მაგანას ჩანჩქერიც.

დღე 4 (მანძილი: 15.5 კმ. / 7 სთ.)
ჯიქირიდან ბილიკი მდ. მაგანას ნაპირებს მიუყვება და თავდაპირველად ადგილ ჯალარამდე მიდის (ეს ადგილი ხელსაყრელია საბანაკედაც. აქვეა მწყემსების ქოხიც), იქიდან კი სიმაღლეს კრეფს და საბოლოოდ - საბანაკე ადგილ კირნახონაში სრულდება, სადაც ტურისტული კოტეჯია მოწყობილი.

შენიშვნა: კურ. სქურიდან კირნახონამდე მიდის საავტომობილო გრუნტის გზა.

დღე 5 (მანძილი: 10 კმ. / 4 სთ.)
კირნახონადან ბილიკი სწრაფად იწყებს დაშვებას, ტყიან ფერდობებს მიუყვება და კურ. სქურის ცენტრში, მინერალურ წყალთან სრულდება.

შენიშვნა:
• გაითვალისწინეთ, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში უღელტეხილებზე შესაძლოა იდოს თოვლი, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე!
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მცენარე „დიყი“ რომლის ფოთლებთან შეხებაც აღიზიანებს კანს და აჩენს წყლულებს, ამიტომ ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი;
• ბილიკზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები;
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მწყემსების სეზონური სადგომები, რომლებიც უმეტესწილად ივნისიდან სექტემბრამდეა აქტიური. მწყემსები აქვე ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს და თაფლს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე შეგიძლიათ;
• მარშრუტზე მობილური კავშირის დაფარვის ზონა ვრცელდება სოფ. ხაიშში, კირნახონაში და კურ. სქურში.

ENG:
Duration: 5 days.

Description of the route
This amazing route gives us an opportunity to travel to one of the most beautiful parts of Georgia and enjoy the outstanding beauty of mountainous Samegrelo region. During the journey you will have a chance to discover Tsashkibulis Tobavarchkhili, Tobavarchkhili, Didighali, Kalashi and Tsakatskari lakes, together with high waterfalls and spectacular gorges.

Day 1 (Distance: 17 km / 7 h)
The route starts in the center of vil. Khaishi and at first with the trail of easy difficulty goes through vil. Kvemo Vedi, then it becomes moderately difficult and after passing about 6 km, reaches vil. Zemo Vedi (there are several summer houses in the village). From there the trail leads and ends at the foot of the Mt. Gvandra, which is the first campsite of the trail. There you will find shepherds’ hut and spring as well.

Note: Vil. Zemo Vedi can be reached by off-road vehicle from vil. Khaishi.

Day 2 (Distance: 16 km / 9 h)
From the Mt. Gvandra campsite the route ascends to the Mt. Urashe, from where you can enjoy spectacular views to the Egrisi Ridge and Svaneti mountains. The trail then goes to the river (the place offers clear views to the Peak Chitagvala and the cascade waterfalls of the riv. Khobistskali) and starts to ascend to the heart-shaped Lake Kalashi, often called as the Heart Lake. Afterwards, you will approach Lake Didighali and soon after it the trail descends (through the easy pass. 2785 m.) to the outstandingly beautiful Tobavarchkhili Lake (aka Chitagvala), which is the biggest lake among the others on the route. You can find many suitable campsites around the area.

Note: In about 400 m. before Lake Kalashi, you will find junction, from where in CASE YOU WISH SO, you can visit - Tsakatskari Lake (in 1 km distance). Keep in mind that this trail belongs to the DIFFICULT LEVEL and it’s highly desirable to have rope, crampons and etc. It will take minimum 2.5 hours to visit the lake and return to the main route. The lake is mostly covered by ice during the year.

Day 3 (Distance: 10.5 km / 7 h)
The route from the Tobavarchkhili Lake in the beginning continues to the southeast, climbs the next pass (2871 m.) and then descends to Tsashkibulis Tobavarchkhili Lake. After visiting the lake, the route goes back to the Tobavarchkhili Lake and this time continues to the west, then declines to the riv. Magana gorge and reaches - Jikiri Campsite, where you will find shepherds’ huts as well. On the way you will see 40 m. high Magana Waterfall.

Day 4 (Distance: 15.5 km / 7 h)
From the Jikiri Campsite trail starts to fallow the riv. Magana shores and at first approaches place – Jalara (here are shepherds’ huts and place is suitable for camping), then begins to gain altitude and stops at - Kirnakhona Campsite, where touristic cottage is located.

Note: Kirnakhona campsite can be reached by off-road vehicle from res. Skuri.

Day 5 (Distance: 10 km / 4 h)
From the Kirnakhona Campsite the trail starts to descend quickly, going along the wooden slope and finally ending at the center of Res. Skuri, next to the mineral water spring.

Note:
• Please note, that depending on the season, the passes can be covered with snow, so be more careful on those sections!
• On some parts of the route grows plant – Hogweed, the leaves of which causes skin irritation and ulcers, so it is recommended to wear long pants;
• You can find many springs and brooks on the trail;
• There are shepherds’ huts along the route, which mostly function on June-September period. In those huts locals produce dairy products and honey, which you can taste onsite;
• The cell phone coverage area includes vil. Khaishi, Kirnakhona and res. Skuri.
Dağ geçidi

Didghali Pass

დიდიღალის უღ.
Göl

Didighali Lake

დიდიღალის ტბა
Vahşi doğa barınağı

Hut

ქოხი
Ara nokta

Jalara

ადგილი ჯალარა
Kamp alanı

Jikiri Campsite

ჯიქირის საბანაკე
Göl

Kaliashi Lake

ტბა კალიაში
Dağ barınağı

Kirnakhorna

კირნახორნა
Şelale

Magana Waterfall

მდ. მაგანას ჩანჩქერი
Kamp alanı

Mt. Gvandra Campsite

მთა გვანდრას საბანაკე
Zirve

Mt. Urashi

მთა ურაში
Bilgi noktası

Res. Skuri

Info. Board / კურ. სქური. საინფ. დაფა.
Çeşme

Spring

წყარო
Çeşme

Spring

Trail becomes moderately difficult / წყარო. ბილიკი ხდება საშუალო სირთულის.
Çeşme

Spring

წყარო
Çeşme

Spring

წყარო
Göl

Tobavarchkhili Lake and Campsite

ტობავარჩხილის ტბა და საბანაკე
Dağ geçidi

Tobavarchkhili Pass

ტობავარჩხილის უღ.
Göl

Tsashkibuli Lake and Campsite

ცაშკიბულის ტბა და საბანაკე
Bilgi noktası

Vil. Khaishi

Info. Board / სოფ. ხაიში. საინფ. დაფა.
Şelale

Waterfall

ჩანჩქერი

Yorumlar

    Bu rotaya veya rotayı