Koordinatlar 2999

Yüklenme tarihi 04 Mayıs 2018 Cuma

Kayıt tarihi Mayıs 2018

-
-
2.907 m
460 m
0
17
34
68,86 km

789 kere bakıldı , 35 kere indirildi

yakınında: Sk’uri, Samegrelo and Zemo Svaneti (Georgia)

~ For ENGLISH scroll down ~
GEO:
ხანგრძლივობა: 5 დღე.

მარშრუტის აღწერა
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და დატკბეთ სამეგრელოს მთიანეთის გამორჩეული ბუნებით. მოგზაურობისას თქვენ მოინახულებთ ცაშკიბულის ტობავარჩხილის, ტობავარჩხილის, დიდიღალის, კალაშის და წაქაწყარის ტბებს, მაღალ ჩანჩქერებს და ულამაზეს ხეობებს.

დღე 1 (მანძილი: 10 კმ. / 5 სთ.)
მარშრუტი კურ. სქურის ცენტრში, მინერალურ წყაროსთან იწყება და ტყიანი აღმართის გავლით საბანაკე ადგილ კირნახონასთან მიდის, სადაც ტურისტული კოტეჯია მოწყობილი.

შენიშვნა: კურ. სქურიდან კირნახონამდე მიდის საავტომობილო გრუნტის გზა.

დღე 2 (მანძილი: 15.5 კმ. / 7 სთ. 30 წთ.)
კირნახონადან მარშრუტი მდ. მაგანას ხეობაში ეშვება და თავდაპირველად ადგილ ჯალარამდე მიდის (ეს ადგილი ხელსაყრელია საბანაკედაც. აქვეა მწყემსების ქოხი.), შემდეგ კი სიმაღლეს კრეფს, ტყიანი მონაკვეთიდან გადის და საბანაკე ადგილ ჯიქირში სრულდება. აქვეა მწყემსების ქოხებიც.

დღე 3 (მანძილი: 10 კმ. / 7 სთ.)
ჯიქირიდან ბილიკი ციცაბო აღმართს მიუყვება და სულ რაღაც 3 კმ-ში ტობავარჩხილის (იგივე ჭითაგვალას) ტბასთან ეშვება (გზად გვხვდება 40 მ. სიმაღლის მაგანას ჩანჩქერიც), რომელიც მოსანახულებელ ტბებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა და საუცხოო სილამაზით გამოირჩევა. აქედან მარშრუტი სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება, მომდევნო უღელტეხილზე (2871 მ.) ადის და ტბა ცაშკიბულის ტობავარჩხილთან ეშვება. ტბის მონახულების შემდეგაც იგივე გზით, ტობავარჩხილის ტბასთან ვბრუნდებით და ვბანაკდებით.

დღე 4 (მანძილი: 16 კმ. / 8 სთ.)
ტობავარჩხილის ტბიდან ბილიკი მცირე უღელტეხილზე (2785 მ.) ადის, საიდანაც მალევე გვხვდება ჯერ დიდიღალის ტბა, ხოლო შემდეგ ტბა - კალაში, რომელსაც გულის ფორმა აქვს და ხშირად გულის ტბასაც უწოდებენ. აქედან მარშრუტი ჯერ მდინარესთან ეშვება (კარგად ჩანს მწ. ჭითაგვალა და მდ. ხობისწყალის კასკადოვანი ჩანჩქერი) ხოლო შემდეგ მთა ურაშზე ადის, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება ეგრისის ქედზე და სვანეთის მთებზე. აქედან 6 კმ-ში ბილიკი მთა გვანდრას ძირში, მწყემსების ქოხთან მიდის. აქვეა სასმელი წყალი და საბანაკე ადგილი.

შენიშვნა: ტბა კალაშიდან 400 მ-ში შეგხვდებათ გადასახვევი, საიდანაც სურვილის შემთხვევაში - წაქაწყარის ტბაზე შეძლებთ მოხვედრას (მანძილი 1 კმ). გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას და სასურველია იქონიოთ თოკი, წრიაპი და ა.შ. ტბის მონახულება და გადასახვევთან დაბრუნება მინიმუმ 2.5 საათს მოითხოვს. ტბა წლის განმავლობაში უმეტესად ყინულით არის დაფარული.

დღე 5 (მანძილი: 17 კმ. / 5 სთ. 40 წთ.)
საბანაკე ადგილიდან ბილიკი განაგრძობს დაბლა დაშვებას, გაივლის ტყეს და სოფ. ზემო ვედში შედის (სოფელში დგას რამდენიმე საზაფხულო სახლი). სოფლიდან 3 კმ-ში ბილიკი მარტივ კატეგორიაში გადადის, გაივლის სოფ. ქვემო ვედს და საბოლოოდ სოფ. ხაიშში სრულდება.

შენიშვნა:
• გაითვალისწინეთ, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში უღელტეხილებზე შესაძლოა იდოს თოვლი, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე!
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მცენარე „დიყი“ რომლის ფოთლებთან შეხებაც აღიზიანებს კანს და აჩენს წყლულებს, ამიტომ ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი;
• ბილიკზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები;
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მწყემსების სეზონური სადგომები, რომლებიც უმეტესწილად ივნისიდან სექტემბრამდეა აქტიური. მწყემსები აქვე ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს და თაფლს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე შეგიძლიათ;
• მარშრუტზე მობილური კავშირის დაფარვის ზონა ვრცელდება კურ. სქურში, კირნახონაში და სოფ. ხაიშში.

ENG:
Duration: 5 days.

Description of the route
This amazing route gives us an opportunity to travel to one of the most beautiful parts of Georgia and enjoy the outstanding beauty of mountainous Samegrelo region. During the journey you will have a chance to discover Tsashkibulis Tobavarchkhili, Tobavarchkhili, Didighali, Kalashi and Tsakatskari lakes, together with high waterfalls and spectacular gorges.

Day 1 (Distance: 10 km / 5 h)
The trail starts in the center of res. Skuri, next to the mineral water and after ascending wooded hill, it approaches the place called Kirnakhona, where touristic cottage is located.

Note: Kirnakhona campsite can be reached by off-road vehicle from res. Skuri.

Day 2 (Distance: 15.5 km / 7 h 30 m)
From Kirnakhona the trail descends to the gorge of the riv. Magana and at first reaches place – Jalara (here are shepherds’ huts and the place is good for camping), then gains altitude, leaves the forest and arrives at Jalara Campsite, where you will find shepherds’ huts as well.

Day 3 (Distance: 10 km / 7 h)
From the campsite the trail begins to follow a steep ascent and in just 3 hours reaches outstandingly beautiful Tobavarchkhili Lake (aka Chitagvala), which is also the biggest lake among the others on the route (on the way you will also see 40 m. high Magana Waterfall). From the lake our trail continues to the southeast, climbs the next pass (2871 m.) and then descends to Tsashkibulis Tobavarchkhili Lake. After visiting the lake, our route goes back to Tobavarchkhili Lake, meadows of which are the best for camping.

Day 4 (Distance: 16 km / 8 h)
From Tobavarchkhili Lake the trail ascends to the small pass (2785 m.) and quickly approaches Didighali Lake, followed by the heart-shaped Lake Kalashi, often called as Heart Lake. From this spot, the trail descends to the river (you will have the clear scene of the Peak Chitagvala and the riv. Khobistskali cascade waterfalls) and ascends to the Mt. Urashi, offering splendid views on the Egrisi Ridge and Svaneti mountains. Within 6 km. from here, the trail leads to the bottom of the Mt. Gvandra and approaches shepherds’ huts and spring water. The area is perfect for camping.

Note: In about 400 m. after Lake Kalashi, you will find junction, from where in CASE YOU WISH SO, can visit - Tsakatskari Lake (in 1 km distance). Keep in mind that this trail belongs to the DIFFICULT LEVEL and it’s highly desirable to have rope, crampons and etc. It will take minimum 2.5 hours to visit the lake and return to the main route. The lake is mostly covered by ice during the year.

Day 5 (Distance: 17 km / 5 h 40 m)
From the Mt. Gvandra campsite, the trail continues to descend and, after passing through the woods, it leads down to vil. Zemo Vedi (there are several summer houses in the village). In about 3 km. the trail difficulty changes to easy level, passes through vil. Kvemo Vedi and ends in the center of vil. Khaishi.

Note:
• Please note, that depending on the season, the passes can be covered with snow, so be more careful on those sections!
• On some parts of the route grows plant – Hogweed, the leaves of which causes skin irritation and ulcers, so it is recommended to wear long pants;
• You can find many springs and brooks on the trail;
• There are shepherds’ huts along the route, which mostly function on June-September period. In those huts locals produce dairy products and honey, which you can taste onsite;
• The cell phone coverage area includes res. Skuri, Kirnakhona and vil. Khaishi.
Dağ geçidi

Didghali Pass

დიდიღალის უღ.
Göl

Didighali Lake

დიდიღალის ტბა
Vahşi doğa barınağı

Hut

ქოხი
Ara nokta

Jalara

ადგილი ჯალარა
Kamp alanı

Jikiri Campsite

ჯიქირის საბანაკე
Göl

Kaliashi Lake

ტბა კალიაში
Dağ barınağı

Kirnakhorna

კირნახორნა
Şelale

Magana Waterfall

მდ. მაგანას ჩანჩქერი
Kamp alanı

Mt. Gvandra Campsite

მთა გვანდრას საბანაკე
Zirve

Mt. Urashi

მთა ურაში
Bilgi noktası

Res. Skuri

Info. Board / კურ. სქური. საინფ. დაფა.
Çeşme

Spring

წყარო
Çeşme

Spring

Trail becomes Easy / წყარო. ბილიკი ხდება მარტივი.
Çeşme

Spring

წყარო
Çeşme

Spring

წყარო
Göl

Tobavarchkhili Lake and Campsite

ტობავარჩხილის ტბა და საბანაკე
Dağ geçidi

Tobavarchkhili Pass

ტობავარჩხილის უღ.
Göl

Tsashkibuli Lake and Campsite

ცაშკიბულის ტბა და საბანაკე
Bilgi noktası

Vil. Khaishi

Info. Board / სოფ. ხაიში. საინფ. დაფა.
Şelale

Waterfall

ჩანჩქერი

Yorumlar

    Bu rotaya veya rotayı